ყაჩაღობა

ვაზისუბანში ორი ბანკის ფილიალი ერთდროულად დააყაჩაღეს

ვაზისუბანში, სავაჭრო ცენტრში, ორი ბანკის ფილიალი ერთდროულად დააყაჩაღეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორმა შეიარაღებულმა პირმა სავაჭრო ცენტრში მდებარე ლიბერთი ბანკისა და საქართველოს ბანკის ფილიალების დაყაჩაღება სცადა. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხეს თუ არა, ან რა რაოდენობის თანხა წაიღეს თავდამსხმელებმა.

თვითმხილველები რუსთავი 2-თან საუბარში ყვებიან, რომ თავდამსხმელმა ბანკის თანამშრომლებს იარაღის მუქარით მოსთხოვა ფული, დარბაზში მყოფ მოქალაქეებს კი იატაკზე დაწოლა მოსთხოვა.

თვითმხილველების თქმითვე, მათ გასროლის ხმაც გაიგონეს, თუმცა ინფორმაცია ჯერ დაუდასტურებელია.

ტაბულა მომხდარის დეტალების დადგენას შსს-ში ცდილობს.

 

კომენტარები