არჩევნები 2016

ბერძენიშვილი: ივანიშვილის განცხადებები სიცრუის ტირაჟირებაა

ბიძინა ივანიშვილის განცხადებები პროვოკაციულიც არ არის, მე მგონი, ეს უბრალოდ სიცრუის ტირაჟირებაა. რაც ჩვენთან მიმართებაში მისი მხრიდან ითქვა, აბსოლუტურად ყველა ნათქვამი "რესპუბლიკელებსა" თუ დავით უსუფაშვილზე ტყუილი იყო. ამ მხრივ ცვლილება არ არის და ივანიშვილი გამუდმებით იგივეს იმეორებს. იგი უარყოფს იმას, რაც იყო და ამბობს იმას, რაც არ ყოფილა, გვაბრალებს იმას, რაც არ გვიქნია, არ გვიხსენებს იმას, რაც გაგვიკეთებია და ა.შ. ანუ, ეს ყველაფერი ჩვენთან მიმართებაში აბსოლუტური სიცრუეა. რაში სჭირდება მას ეს ვერ გეტყვით. 

რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე, გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში.

კომენტარები