უკანონო მოსმენები

ჯანდიერი: ამოღებულია მონაკვეთი, სადაც ბურჭულაძე ამბობს, რომ არავის მეხოტბე არ არის

სკანდალური არის ის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერს და დამოუკიდებელი მედიის ლიდერს უსმენენ. ეს იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური არის დეპოლიტიზებული, საინტერესოა ის, რომ ამ საუბრიდან ამოღებულია ის მონაკვეთი, როდესაც ბატონი პაატა ამბობს, რომ "მე არც ნაციონალური მოძრაობის მეხოტბე ვარ და არც ქართული ოცნების". ეს არის უკვე ნორმა, რომელიც შემოგვთავაზა ქართულმა ოცნებამ ბოლო წლების განმავლობაში და რომელიც მიზნად ისახავს უკანონო ჩაწერას და შემდგომში ამის გასაჯაროებას. ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სუს-ის მიერ გაკეთებული ჩანაწერი, ამაში ეჭვი არ გვეპარება და მისი მიზანი იყო, მომხდარიყო პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაცია.

სახელმწიფო ხალხისთვის წევრი დავით ჯანდიერი პაატა ბურჭულაძის და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბარის გავრცელებაზე.

კომენტარები