ხელისუფლება დღეს გრძნობს, რომ მათ არ შეუძლიათ ნორმალურ კონკურენციაში შესვლა მთავარ ოპოზიციურ ძალასთან. მათ არ შეუძლიათ კამათი იმ პრობლემებზე, რომელიც რეალურად აწუხებს საზოგადოებას. მათ არ შეუძლიათ, რომ საზოგადოებას უპასუხონ კითხვაზე, როგორ დაძლევენ იმ კრიმინოგენულ ვითარებას, რომელიც დღეს საგანგაშოა და შესაბამისად, ისინი გადადიან მითების შექმნაზე და სიტყვების სროლაზე. შინაგან საქმეთა მინისტრი არის ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, იქ მუშაობს ძალიან ბევრი ღირსეული პოლიციელი, რომელიც არაერთხელ ყოფილა შეზღუდული პოლიტიკური ამოცანების გამო და მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ის პასუხისმგებელი არის ამ ინსტიტუტზე, პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე და ის პასუხისმგებელია იმაზე, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება არ იყოს იმ მდგომარეობაში
tbl.ge/1vhs
დაკოპირდა

ენმ-ის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია




