რუსეთი-უკრაინა

რუსეთი უკრაინის თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს "გენოციდში" სდებს ბრალს

Getty Images

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინელი სამხედროების და პოლიტიკოსების წინაააღმდეგ კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ერთ-ერთი საქმე, უკრაინის თავდაცვის მინისტრ სტეპან პოლტორაკს ეხება, რომელსაც "დონბასში რუსულენოვან პირთა ეროვნული ჯგუფის გენოციდი" ბრალდება. პოლტორაკის გარდა, "გენოციდშია" ეჭვმიტანილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის უფროსი ვიქტორ მუჟენკოც.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები უკრაინულმა მხარემაც აღძრა. კერძოდ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და კიდევ 17 რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილნი.

კომენტარები