დემურ სტურუას საქმე

დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებულ ყოფილ პოლიციელზე ძებნა გამოცხადდა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებულ, ყოფილ პოლიციელ გოდერძი თევზაძეზე პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა. თევზაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გოდერძი თევზაძეს საქართველოს ტერიტორია დატოვებული არ აქვს. საქმეზე გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზეც მიმდინარეობს.

დემურ სტურუას წამების ფაქტი ექსპერტიზამ უკვე დაადასტურა.

დემურ სტურუამ 8 აგვისტოს სოფელ დაფნარში თავი მოიკლა. გარდაცვლილი დატოვებულ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე მიუთითებდა.

როგორც დემურ სტურუა 12 აგვისტოს გავრცელებულ წერილში წერდა, პოლიციელი გოდერძი თევზაძე მისგან მოითხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში. სტურუა წერს, რომ პოლიციელმა ის სოფელ იანეთში წაიყვანა, სცემა და დაემუქრა, რომ ისეთ დანაშაულს დააბრალებდა, რომელიც მას არ ჩაუდენია.

კომენტარები