ვანო მერაბიშვილის საქმე

მოროშკინა: მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას ადგილი არ ექნებოდა

გავიხსენეთ ის, რომ განცხადება იყო გაკეთებული ვანო მერაბიშვილის მხრიდან მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ. მან კარგად იცის, რომ 24 საათში იშლება კამერები და შესაბამისად, დამტკიცება რთული იქნებოდა. აქ მთვარი რაც არის, არაკვალიფიციურად მოიქცა დარბაისელი. მაშინ რომ დაწყებულიყო გამოძიება, დამტკიცდებოდა სიმართლე და დღეს ჩვენ სტრასბურგიდან არ მოგვიბრუნდებოდა საქართველოს წინააღმდეგ საქმე. გაყვანას ადგილი არ ექნებოდა, იმიტომ რომ ციხეების დღევანდელი სისტემა ისეა აწყობილი, აბსოლუტურად ყველაფერი გამჭვირვალეა და ბუზის გაფრენაც კი ისმის.

 

 

განცხადება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩვეველმა ლალი მოროშკინამ პროკურატურასთან გააკეთა, სადაც ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე იმყოფებოდა

კომენტარები