კრიმინალი

კახეთში 76 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა კახეთში 76 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ხ. 5 აგვისტოს, ღამით, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში თანასოფლელის საცხოვრებელ სახლში ქურდობის მიზნით შეიპარა.

"სახლის მეპატრონემ გ.ხ. შეამჩნია, რის შემდეგაც ბრალდებულმა ქალბატონს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, მისი სხეული მარანში, ქვევრში, კვალის დაფარვის მიზნით გადამალა, ხოლო სახლში ხანძარი გააჩინა და მიიმალა. პოლიციამ გ. ხ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თელავში დააკავა", - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ დაკავებული წარდგენილ ბრალდებას აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები