უკრაინა-რუსეთის ურთიერთობა

პოროშენკო: რუსეთის ბრალდება, ყირიმში ტერაქტის მზადების შესახებ, აბსურდულია

პეტრო პოროშენკო და ვლდიმერ პუტინი
კრისტოფ ენა / AP

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსეთის ბრალდებებს, უკრაინის მიერ ყირიმში ტერაქტების მზადების შესახებ, „აბსურდულს" უწოდებს და ამბობს, რომ ეს განცხადებები უკრაინის წინააღმდეგ ახალი მუქარების შესავალია.

„რუსეთის ბრალდებები ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის მიერ ტერაქტების მზადების შესახებ ისეთივე აბსურდულია, როგორც რუსეთის ხელისუფლების განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსი სამხედროები დონბასში არ იმყოფებიან. ეს ფანტაზიები უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ და მხოლოდ ახალი მუქარების შესავალია", - თქვა პეტრო პოროშენკომ.

გუშინ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინული მხარის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულზე განხორციელებული სამხედრო იერიშის ჩაშლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მათი თქმით, სამხედრო იერიშს რუსი სამხედრო და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ქმედებებს „სისულელე და კრიმინალი" უწოდა. მისი თქმით, უკრაინის ქმედებების საპასუხოდ რუსეთი დამატებით თავდაცვის ზომებს მიიღებს.

კომენტარები