ქორწინების თანასწორობა

ცაგარეიშვილი ქორწინების ცნებაზე: მხარს ვუჭერთ საკითხის ასახვას კონსტიტუციაში

მე ვფიქრობ, რომ ამგვარი ჩანაწერი უნდა არსებობდეს კონსტიტუციაში. არა მარტო მე ვფიქრობ ასე, არამედ ფიქრობს პარტია თავისუფალი დემოკრატები. ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ჩვენ ვიყავით თანაინიციატორები ქართული ოცნების, რომლებიც ვლამობდით, რომ ამგვარი ჩანაწერი გაჩენილიყო საქართველოს კონსტიტუციაში. სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ ვერაფრით ვერ მოახერხა საკონსტიტუციო უბრავლესობის შეკრება, რათა ეს საკითხი მოხვედრილიყო და ასახულიყო საქართველოს კონსტიტუციაში და წერტილი დასმოდა გაუგებარ ინსინუაციებს და ცოტა სხვა აქცენტები გაჩენილიყო ქვეყანაში, სხვა მიმართულებით გადატანილიყო საზოგადოების ყურადღება. ჩვენ სწორედ ამას ვამბობდით. მე პირადად ვიყავი საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ვიმუშავე კომისიაში, ჩვენ დასკვნა დავდეთ, უამრავი შეხვედრა გაიმართა საზოგადოებასთან. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ამ საკითხის ასახვას საქართველოს კონსტიტუციაში.

თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ცაგარეიშვილი ქორწინებაზე რეფერენდუმის შესახებ.

კომენტარები