მე არ ვიცი ამ საქმის შესახებ არაფერი, გარდა იმისა, რაც თქვენც იცით. არ ვიცი, ვინ ვის რას უგზავნიდა. ვიცი ის, რომ მოხდა კანონის დარღვევა. ამ ადამიანმა [გოდერძი ორმოცაძემ] თავის უფლებამოსილებას გადაამეტა. ის მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში და მას არავითარი უფლება არ ჰქონდა, ნებისმიერი მანქანით სამხედრო ობიექტებზე მიეყვანა გარეშე პირი. ვინც არ უნდა ყოფილიყო ის პირი, მე არ მაინტერესებს, ამიტომ მე ის გავათავისუფლე სამსახურიდან, როგორც კი გავიგე ამის შესახებ, როცა მოვედი თავდაცვის სამინისტროში. ჩემი აზრით, გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო. ეს ამბავი ახალი არ არის, თქვენ გაიგეთ გუშინ, თორემ ამის შესახებ იციან საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა, ძალიან დიდი ხანია... დელტაში ბევრი ისეთი რამ ხდებოდა, დელტა იყო ის ერთადერთი ადგილი თავდაცვის სამინისტროში, რომელიც სამწუხაროდ, ჩემთვის დიდწილად ხელშეუხებელი აღმოჩნდა. იქ ძალიან ბევრი უცნაური ამბები ხდება და ეს არ არის ერთადერთი.
tbl.ge/1tpe
დაკოპირდა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გენერალ გიგი კალანდაძის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები ე.წ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა ტრისტან წითელაშვილმა რუსულ სპეცსამსახურებს გადასცა. კალანდაძის მტკიცებით, წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა.
ამავე თემაზე
- ღარიბაშვილი თავდაცვის კოდექსზე: 10 წელიწადში 100 000 ახალგაზრდა გვეყოლება მომზადებული
- თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
- 2020 წელს სამხედრო ხარჯები თითქმის 2 ტრილიონამდე გაიზარდა – ქვეყნების დიდი ხუთეული
- თავდაცვის სამინისტრომ აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
- გიორგი ნონიაშვილი: იღბალს მინდობილი სამოქალაქო თავდაცვა