საკონსტიტუციო სასამართლო

პაპუაშვილი: მოსამარათლეებისთვის უწყებების ჩაბარება სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს

ტაბულა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლის პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. პაპუაშვილი ამბობს, რომ პროკურატურის მიერ ყველა მოსამართლის დაბარება და მათთვის გამოუცხადებლობის შემთხვევაში გარკვეული სამართლებრივი ულტიმატუმების წაყენება სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. პაპუაშვილი ქვეყნის პრემიერსაც მიმართავს და მოუწოდებს გამონახოს დრო და მასთან გამართოს შეხვედრა.

"მე ჩემს პირველ განცხადებაში ვახსენე, რომ მზად ვიყავი შევხვედროდი ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პრეზიდენტს უკვე შევხვდი და ველოდები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას. იმედია უახლოეს ხანში ეს შეხვედრა შედგება, იმისათვის რომ მათ აეღოთ პასუხისმგებლობა, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩენილიყო, გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ უნდობლობის საკმაო საფუძველი გვქონდა. სამსახურის ადგილებთან დახვედრა, უწყებების სასწრაფოდ ჩაბარება მოსამართლეებისთვის, ერთი საათით ადრე დაბარება, არ გამოცხადების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება და ა.შ. კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს აჩენს. ეს საქმე კი არ მიიფარცხოს არამედ სერიოზულად იქნას გამოძიებული. ამიტომ მე კვლავ ველი, რომ მას შემდეგ რაც მოხდება პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან პასუხისმგებლობის აღება, ამის შემდეგ ჩვენ გვექნება შეხვედრა მთავარ პროკურორთან და იმედი მაქვს რომ რაღაც შანსი იქნება, რომ რეალური გამოძიება ჩატარდება",- ამბობს გიორგი პაპუაშვილი.

მთავარმა პროკურატურამ დღეს განცახდება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოში  სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე  პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 157 მუხლის I ნაწილით. 

კომენტარები