საკონსტიტუციო სასამართლო

პაპუაშვილი: პრემიერმა მითხრა - როცა მოიცლის საარჩევნო კამპანიიდან, შემხვდება

მაშინ, როდესაც განვაცხადეთ იმ ფაქტების შესახებ, გამოვთქვი სურვილი და მზადყოფნა, შევხვედროდი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პრეზიდენტს და მადლობელი ვარ, რომ გამოინახა საშუალება, შევხვედროდი. ასევე, ჩემი თხოვნის საფუძველზე, სატელეფონო საუბარი მქონდა პრემიერმინისტრთანაც და მას ვუთხარი, რომ მზად ვიყავი, შევხვედროდი და უფრო დეტალურად გვესაუბრა. პრემიერი დამპირდა, რომ უახლოეს დღეებში, როგორც კი ის მოიცლიდა წინასაარჩევნო კამპანიიდან, დამიკავშირდებოდა. ასე რომ, მეც გამოვთქვამ მზადყოფნას, როდესაც ის მოიცლის, შევხვდე მასაც.

ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.

კომენტარები