არამგონია, ქართული ოცნების მიერ ახალი სახეების მოყვანის მთავარი მოტივი რეიტინგი იყოს ან იმედი ჰქონდეთ, რომ მაინც და მაინც რამეს შეცვლიან. როგორც ჩანს, მათ უფრო უნდათ, რომ იმიჯი შეცვალონ თუნდაც დასავლელი პარტნიორების თვალში ან საზოგადოების რაღაც გარკვეულ სეგმენტში. ფაქტობრივად ეს ახალი სახეები არიან რესპუბლიკელებისა და ალასანიას გუნდის ჩამნაცვლებლები იმ თვალსაზრისით, რომ „აი, პროდასავლური ძალები გვყავს", მაგრამ მათი პროდასავლურობა ძირითადად დასავლურ დიპლომებში მდგომარეობს იმიტომ, რომ ამ ადამიანებს პოლიტიკური ბიოგრაფია ფაქტობრივად არ აქვთ. ჩვეს, შესაძლოა, მათ დიპლომატიური მიღებებიდან ვიცნობთ, მაგრამ პოლიტიკური საქიანობა მათ არასდროს არ ჰქონიათ, სამოქალაქო პოზიცია როგორიცაა, ეგეც არ გამოუხატავთ არასოდეს, ასე რომ, არაფერი არ ვიცით მათ შესახებ, მაგრამ აი ჰაიდელბერგის დიპლომი, ჰარვარდის დიპლომი, იმის დიპლომი, ამის დიპლომი - აი, ამან უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ ისინი პრორუსულები ზვიადაურივით და ლორთქიფანიძისნაირები არ იქნებიან, განათლებული ხალხია. საზოგადოების რაღაც სეგმენტში ამას მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, ამ ხალხის შერჩევაში, როგორც ჩანს, გარკვეული ავტონომია გიორგი კვირიკაშვილს ჰქონდა და რაკი ის ფორმალური ლიდერია და შეზღუდული, მაგრამ მანდატი აქვს, მას სჭირდება თავისი ხალხი და, როგორც ჩანს, ეს მისი, როგორც ლიდერის, გაძლიერების მოტივითაცაა განპირობებული.
tbl.ge/1syy
დაკოპირდა

პოლიტოლოგი გია ნოდია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია




