რუსთავი 2-ის საქმე

უზენაესის სამოქალაქო პალატის თავმჯდომარე ქართული ოცნების შემომწირველია

მზია თოდუა
gau.ge

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუას მოუწოდებს, თუ საქმე მას დაეწერება, აიცილოს, რადგან ტელეკომპანიის მხარე მას არ ენდობა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა ქართული ოცნების შემომწირველი იყო. აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თოდუამ ქართულ ოცნებას 2012 წლის ნოემბერში 14 000, ხოლო 2014 წლის აპრილში 20 000 ლარი შესწირა.

ამასთან, მზია თოდუა 2012-2015 წლებში სააქციო საზოგადოება "ბანკი ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი იყო, 2007-2012 წლებში სააქციო საზოგადოება "ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, 2006 -2012 წლებში კი სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფის“ იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე და სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი.

მზია თოდუა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პრეზიდენტის წარდგინებით 2015 წელს აირჩიეს.

რუსთავი 2-მა უზენაეს სასამართლოში საჩივარი გუშინ გაგზავნა.

კომენტარები