ქართული ოცნება

გიგლა აგულაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა და ქართულ ოცნებას შეუერთდა

გიგლა აგულაშვილი
ტაბულა

გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა და ქართულ ოცნებას შეუერთდა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რესპუბლიკელი მინისტრები თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი პოსტებს დატოვებენ.

"რაც შეეხება გარემოს დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს, მან გააკეთა სხვა არჩევანი, გაემიჯნა რესპუბლიკურ პარტიას და მთავრობაში რჩება", - თქვა უსუფაშვილმა.

კომენტარები