ბრიტანეთის პრემიერობისთვის ბრძოლა

ანდრეა ლიდსომმა ბრიტანეთის პრემიერობისთვის ბრძოლა შეწყვიტა

BBC

ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრი ანდრეა ლიდსომი კონსერვატიული პარტიის ლიდერობისა და პრემიერის პოსტისთვის ბრძოლას წყვეტს.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, მას არ სჯერა, რომ "ძლიერი და სტაბილური მთავრობის" ლიდერობისთვის საჭირო მხარდაჭერა აქვს. მისივე მოსაზრებით, პრემიერობისთვის დარჩენილი ერთადერთი კანდიდატი და შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი Brexit-ის პროცესების შესასრულებლად იდეალური კანდიდატია. ლიდსომმა მეის წარმატებები უსურვა.

ამას გარდა, ლიდსომმა მეის ბოდიშიც მოუხადა. გასულ კვირას ლიდსომმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ "დედობა მას მეიზე უკეთეს კანდიდატად აქცევდა".

ლიდსომის გარდა, ბრიტანეთის პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლას უკვე გამოეთიშა პარლამენტარი და Brexit კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი მაიკლ გოუვი, რომელმაც პრემიერის არჩევნების პირველ ტურში მესამე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების პირველსა და მეორე ტურებში შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერეზა მეიმ გაიმარჯვა, მეორე ადგილი კი ანდრეა ლიდსომმა დაიკავა.

პრემიერობისთვის სწორედ ტერეზა მეისა და ანდრეა ლიდსომს უნდა ებრძოლათ, თუმცა, ლიდსომის გადაწყვეტილების შემდეგ, ტერეზა მეი პრემიერობის ერთადერთი კანდიდატი ხდება.

მოქმედი პრემიერი დავიდ კამერონი პოსტს ოქტომბერში დატოვებს.

კომენტარები