ოკუპაცია

კოვალიოვი: რა თქმა უნდა რუსეთს არ შეუძლია ოკუპაცია უწოდოს იმას რაც ხდება

http://for.ge/

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ჩამოსული რუსული დელეგაციის წევრები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს მიერ მომზადებულ რეზოლუციას ეწინააღმდეგებიან და მხარს არ დაუჭერენ. ამის შესახებ რუსეთის სათათბიროს დეპუტატმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კოვალიოვმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"რაც შეეხება საქართველოს, მხარს არ დავუჭერთ, რა თქმა უნდა რუსეთს არ შეუძლია ოკუპაცია უწოდოს იმას რაც ხდება. ყველაფერი რაც რუსეთმა გააკეთა ნაკარნახევი იყო ერთადერთი სურვილით გადაერჩიანა ადამიანების სიცოცხლე."-ამბობს კოვალიოვი.

თბილისში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს და მას რუსეთის დელეგაციის წევრებიც ესწრებიან. 

კომენტარები