კრიმინალი

მამაკაცი, რომელიც წუხელ კანდელაკის ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა

Police.ge

წუხელ კანდელაკის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ის ინფორმაციითვე, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს. 

შემთხვევა გუშინ ღამით კანდელაკის ქუჩაზე მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას მრავლობითი ჭრილობები საფანტის თოფით ჰქონდა მიყენებული.

კომენტარები