საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე თბილისის საკრებულოს მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, მომსახურების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი, დავით გ. დააკავა.
განცხადების თანახმად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ერთ-ერთ მოქალაქეს მოტყუებით დაპირდა, რომ ქალაქ თბილისში, მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების მოპოვებაში დაეხმარებოდა, რისთვისაც გამოიყენებდა საკუთარ კავშირებს თბილისის საკრებულოს წევრებთან, სანაცვლოდ კი მოითხოვა 4 000 აშშ დოლარი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული თანხის ნაწილის, 2 000 დოლარის აღების ფაქტზე დააკავა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.