თაღლითობა

“აგარაკების აშენებაზე შეუთანხმდნენ, მიისაკუთრეს ₾164 000” – შსს-მ 3 პირი დააკავა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, მოქალაქეებს მცირე სააგარაკე სახლების მშენებლობასა და სხვა სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდნენ, დამკვეთებთან გააფორმეს ფიქტიური გარიგებები და მათგან ჯამში 164 000 ლარი მიიღეს, რაც სრულად მიისაკუთრეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს” - წერს უწყება.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც  9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები