Brexit

მერკელი: რეფერენდუმმა გვანახა, რომ არსებობს პრობლემები და უნდა მოვაგვაროთ

Politico.eu

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგის გამო "ღრმა მწუხარება" გამოთქვა. მისი თქმით, რეფერენდუმმა ევროგაერთიანებაში არსებული პრობლემები დაანახა.

"დღევანდელი დღე არის "ჭრილობა" ევროპისთვის. ორშაბათს ბერლინში ჩამოვლენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და იტალიის პრემიერი მატეო რენცი, რათა ვიმსჯელოთ მომდევნო ნაბიჯებზე. არსებობს პრობლემები, რომლებიც დღეს Brexit-ის რეფერენდუმმა დაგვანახა, უნდა ვიმუშაოთ ამაზე. ევროკავშირის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად მოვაგვარებთ ამ პრობლემებს და რამდენად სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. დარჩენილი 27 ქვეყნის ამოცანაა, ვაჩვენოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაცხოვრებლებს, თუ რა უპირატესობები აქვს ევროკავშირს. ვაპირებთ, ბრიტანეთთან შევინარჩუნოთ ახლო და სამართლიანი ურთიერთობა, თუმცა, ბრიტანეთმაც, ევროკავშირიდან ოფიციალურად გასვლის დღემდე, პატივი უნდა სცეს იმ ვალდებულებებს, რაც ევროკავშირისგან აქვს", - აღნიშნა მერკელმა.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ისტორიული რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

კომენტარები