არჩევნები 2016

ნანუაშვილი: კორცხელი იყო ერთგვარი გაკვეთილი საქართველოს ხელისუფლებისთვის

აუცილებელია, რომ მაქსიმალური კონტროლი განხორციელდეს ამ მიმართულებით, რომ პოლიციამ ადეკვატური რეაგირება მოახდინოს ძალადობის და უფლებადარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. თუ არ მოხდება ასეთი რეაგირება, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი იმისა, რომ წახალისება ხდება ადამიანის უფლებების დარღვევის. კორცხელი იყო ერთგვარი გაკვეთილი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პრემიერის მიმართვაზე, რომ "უმოკლეს დროში უნდა მივიღოთ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსი". გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციასაც მიმართა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში საარჩევნო კამპანია დაბრკოლებების გარეშე წარიმართოს.

კომენტარები