პროსტიტუცია

ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

შსს

ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე კარინა გ. ამხილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებული პირი ბათუმში, იჯარით აღებულ სასტუმროში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.

სამართალდამცველებმა სასტუმროს მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს. უწყების ცნობით, მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

კომენტარები