EgyptAir

ხმელთაშუა ზღვაში Egyptair-ის თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს

AP

Egyptair-ის თვითმფრინავი, რომელმაც ერთი თვის წინ კატასტროფა განიცადა, ხმელთაშუა ზღვაში იპოვეს.

CNN-ის ინფორმაციით, თვითმფრინავის მოსაძებნად გაგზავნილი წყალქვეშა ხომალდიდან თვითმფრინავის ნამსხვრევების სურათი უკვე გადაუგზავნეს ეგვიპტის საგამოძიებო კომიტეტს.

ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავი Airbus A320, რომელიც რეისს პარიზიდან კაიროს მიმართულებით ასრულებდა, რადარებიდან 19 მაისს გაუჩინარდა. თვითმფრინავში 66 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის, 56 მგზავრი, ეკიპაჟის 7 წევრი და დაცვის 3 თანამშრომელი.

კომენტარები