ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნიკა მელია იქნება. მელია შტაბის უფროსად საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ წარადგინა.
ნიკა მელია, დავით ბაქრაძე და პარტიის სხვა ლიდერები ამ წუთებში მოხალისეებს ხვდებიან და ენმ-ის გეგმებს აცნობენ.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს დაიწყო მოხალისეების პროექტი, რომელშიც ახალგაზრდები არიან ჩართულები. ისინი წინასაარჩევნოდ ენმ-ს აგიტაციას გაუწევენ.





