ვენეციის კომისიის პლენარული სესია

ვენეციის კომისია პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს გაზიარებას მიესალმება

ვენეციის კომისია 107- ე პლენარულ სესიას 10- 11 ივნისს მართავს. სესიაზე განსახილველ საკითხებს შორის არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში შესული ცვლილებები და ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებსა  და საქართველოს პარლამენტის მიერ ვეტოს გაზიარებას. უწყების ცნობითვე, კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ამ პროცესს "ბრძნული და კარგი კომპრომისი“ უწოდა.

ვენეციის კომისიის 107- ე პლენარულ სესიას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილიც ესწრება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე 11 ივნისს პლენარულ სესიაზე ისაუბრებს. 

კომენტარები