საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან, სტუმრად გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ანგარიშით 0-1 გაიმარჯვა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე ჯაბა ჯიღაურის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.
დარჩენილ დროში, მასპინძელთა უპირატესობის მიუხედავად ქართველმა ფეხბურთელებმა საკუთარი კარის მშრალად შენახვა შეძლეს და სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს.