არჩევნები 2016

პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ბრძანებულება გამოსცა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნის ბრძანებულება გამოსცა. 8 ოქტომბრის თარიღს საბოლოო დამტკიცებამდე პრემიერის კონტრაქსიგნაცია ესაჭიროება. პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის თქმით, დადგენილება კონტრასიგნაციისთვის პრემიერთან უკვე გადაგზავნილია.

"საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე- 2 პუნქტისა და საქრათველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარალამენტის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს. დოკუმენტი პრეზიდენტის ხელმოწერით დღეს გადაეგზავნა პრემიერ მინისტრს და კანონით გათვალისწინებულ ვადაში ველოდებით პრემიერის მხრიდან კონტრასიგნაციას, "- ამბობს ეკა მიშველაძე.

კომენტარები