რეფორმები ნაურუში

ნაურუში მონობა აიკრძალა

AFP

ნაურუში მონობა ოფიციალურად აკრძალეს. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ნაურუს ხელისუფლებამ დანაშაულებრივი ქმედებების სიიდან ჰომოსექსუალური ურთიერთობა და თვითმკვლელობის მცდელობა ამოიღო.

დასავლური მედიის ცნობით, ეს XIX საუკუნის შემდეგ პირველი მასშტაბური რეფორმაა ნაურუს კუნძულოვან სახელმწიფოში.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ ნაურუმ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

კომენტარები