რუსთავი 2-ის საქმე

პრემიერი: ვემხრობი, რუსთავი 2 დარჩეს ისეთად, როგორიც არის

მე ვემხრობი, რომ რუსთავი 2 დარჩეს ისეთად, როგორიც არის და ჰყავდეს დირექტორი ნიკოლოზ გვარამია, ეს ჩვენთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. სასამართლო არის სასამართლო. ის იხილავს საკუთრების საკითხს, ეს არის სამოქალაქო პროცესი და ჩვენ მასში ჩარევის არანაირი უფლება არ გაგვაჩნია. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ჩემი სურვილია, სალაპარაკო ამით არავის მიეცეს. რამდენად მოხდება რაიმე ცვლილება, ან არა, ამას წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, არანაირი ცვლილების სურვილი არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ, ადამიანურად, შეიძლება მქონდეს წყენაც, პრეტენზიაც, რომ ხანდახან წარმატება არ წარმოჩინდება, ხანდახან მხოლოდ უარყოფითის გაშუქება ხდება. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა დემოკრატიისთვის და მე, როგორც პრემიერმინისტრს, არანაირი პრეტენზია არ შეიძლება მქონდეს კერძო ტელევიზიის მიმართ.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე.

კომენტარები