კორცხელის ინციდენტი

ბაქრაძე: მთავრობა ვალდებულია, აღარ დაუშვას ძალადობა საარჩევნო პროცესში

აბსოლუტურად მკაფიო და ნათელი პოზიცია აქვს საქართველოს ყველა მეგობარს, რომ ასეთი ფაქტები საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და საფრთხის ქვეშ აყენებს ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გამართვის პერსპექტივას. ამიტომ ხელისუფლება და მთავრობა ვალდებულია, აღკვეთოს ასეთი რამ და ვალდებულია, აღარ დაუშვას ძალადობის განმეორება საარჩევნო პროცესში.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა ელჩებს 22 მაისის შუალედური არჩევნების დროს, სოფელ კორცხელში მომხდარი ძალადობის ფაქტები გააცნო.

კომენტარები