ქურდობა

ოზურგეთში ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა 1973 წელს დაბადებული გიორგი დ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთში, TBC ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა, საიდანაც 1 985 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"სამართალდამცველებმა გიორგი დ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მოპარული ფული და დანაშაულის ჩადენის ხელსაწყოები - სახრახნისი, ჩაქუჩი, ბრტყელტუჩა და ძალაყინი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აღნიშნავს შსს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

კომენტარები