22 მაისის შუალედური არჩევნები

ნაციონალურმა მოძრაობამ ოზურგეთსა და ზუგდიდში შუალედური არჩევნები მოიგო

2016 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე ენმ-მა ოთხი ოლქიდან, სადაც კანდიდატები ჰყავდა დაყენებული, 2 - ოზურგეთი (ნასაკირალი) და ზუგდიდი მოიგო. კორცხელის თემის ამომრჩეველმა სწორედ ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირა მხარი და ოპოზიციურმა პარტიამ ქართულ ოცნებას 10 ხმით მოუგო. ოლქებში ხმათა რაოდენობა ასე გადანაწილდა:

ოზურგეთის #60.05 მაჟორიტარულ ოლქში (ნასაკირალი) ენმ-ის კანდიდატმა ბესიკ ქათამაძემ ხმების 59.6% მიიღო, ქართული ოცნების კანდიდატმა ნონა ტუნაძემ კი – 40.4%. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, იმავე ოლქში ნაციონალურმა მოძრაობამ ხმათა მხოლოდ 10% მოაგროვა. 

ზუგდიდი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ვარადებული ლაშხია - 49.76%; ქართული ოცნება - ამირან ლაგვილავა 48.96%. თავისუფალი საქართველო, თეონა ქარდავა -1.28%; აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის ოლქში, 2014 წელს, ქართულმა ოცნებამ ხმათა 58% მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობას კი 38%-მა დაუჭირა მხარი.

კასპის რაიონში, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ციცინო აბუაშვილმა ხმათა 26.98% მიიღო, ეს მაშინ, როცა 2014 წლის არჩევნებზე, იმავე ოლქში ნაციონალურმა მოძრაობამ ხმათა მხოლოდ 4.76% მოაგროვა. სახალხო ხელისულების კანდიდატმა სოლომონ ტატანაშვილმა - 7.54% მოაგრივა, ხოლო ქართული ოცნებიდან ალექსანდრე მერებაშვილს - 65.48% აქვს;

წყალტუბოში კი, ენმ-ის შედეგი მცირედით გაუარესდა, თუ მან 2014 წელს 32% აიღო, ახლა მას ხმათა 30.89% ერგო. ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატს -4.8% აქვს, ხოლო ქართული ოცნებიდან მურადი ზაქარიაძემ, ხმათა 64.31% დააგროვა;

კომენტარები