22 მაისის შუალედური არჩევნები

ბოკერია: ეს არ უშველის ივანიშვილის რეჟიმს, არჩევნები წაგებული აქვს

გარდაბანშიც მსგავსი ვითარება იყო, როცა ცოტა კრიმინალური მიდრეკილებების, კუნთმაგარი ახალგაზრდები ჩამოიყვანეს, რომელთაც არაფერი საერთო საარჩევნო პროცესთან არ ჰქონდათ. მაშინაც მოხდა ინციდენტი, მაგრამ აქ გაათმაგებული აგრესიით იყვნენ. თავიდანვე იყვნენ მომართული აგრესიაზე და ბოლოს შექმნეს კიდეც ასეთი ვითარება. ჯგუფური თავდასხმა იყო პოლიტიკოსებზე და ყველაზე, ვინც იქ იყო, დამკვირვებლებზე და ა.შ ეს არ უშველის ივანიშვილის რეჟიმს, აქაც არჩევნები წაგებული აქვს და რაც მთავარია, ოქტომბერში მთელ საქართველოში აქვთ არჩევნები წაგებული

ენმ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, კორცხელში, ენმ-ს წარმომადგენლებზე თავდასხმის შესახებ

კომენტარები