თბილისიდან ჩაყვანილმა ზონდერბრიგადებმა, კუნთმაგარმა ბრიგადებმა, რომლებიც აცხადებენ რომ ტურისტები არიან, მოაწყვეს პირდაპირი ნამდვილი ფიზიკური ანგარიშსწორება, თავდასხმა ჩვენს წარმომადგენლებზე. ისინი იყვნენ შეიარაღებული კასტეტებით, რკინის ხელჯოხებით და მოაწყვეს ძალიან სერიოზული ფიზიკური ანგარიშსწორება ყველასთან, ვინც იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ხელისუფლების და ეს ხდებოდა სინქრონში პოლიციის მოქმედებასთან, რომელიც საერთოდ არც ეკარებოდა ამ ზონდერჯგუფებს. არათუ ვინმე არ არის დაკავებული, არამედ, ახლაც დგანან ისინი საარჩევნო უბანთან და უშლიან ადამიანებს ხელს, რომ მივიდნენ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. დაძაბულობის პოტენციალი კიდევ არსებობს, ეს ჯგუფები არსად არ წასულან. ეს ყველაფერი ხდება პოლიციასთან სინქრონულ მოქმედებაში, არც ერთი მათგანი დაკავებული არ არის, არც ერთი მათგანი გაყვანილიც კი არ არის ტერიტორიიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვახდენთ საერთაშორისო ორგანიზაციების, უფლებადაცვითი და სადამკვირვებლო ორგანიზაციების სასწრაფო ინფორმირებას.
tbl.ge/1pbg
დაკოპირდა
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი კორცხელში, საარჩევნო უბანთან ენმ-ის ლიდერებზე თავდასხმაზე.
ამავე თემაზე
- ხიდაშელი: კორცხელის ინციდენტში რიგითის მონაწილეობის საკითხს გენშტაბი სწავლობს
- ხიდაშელი: რაც კორცხელში ვნახეთ, ეს არის გზა ქაოსისკენ
- სოფელ კორცხელში მიღებული ხმების დათვლის შემდეგ შედეგი იგივე დარჩა
- ჭიაბერაშვილი: შეიძლება კომისიას ივანიშვილისგან აქვს ბრძანება, რომ შედეგი დადონ
- სოფელ კორცხელში მიღებულ ხმებს თავიდან დაითვლიან