კოალიცია ქართული ოცნება

აბაშიშვილი: ბერძენიშვილის კომენტარი ძალიან ჰგავდა მეჭიაურის განცხადებებს

საერთოდ ძალიან მიჭირს რაიმე ლოგიკური აზრის პოვნა, რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს რესპუბლიკელები და ქართული ოცნება. ვუსმენდი რა გუშინ ბატონი ბერძენიშვილის კომენტარს, ყველა ლოგიკა, სიტყვათა წყობა, აზრთა წყობა ძალიან გავდა მანამდე ქართული ოცნების წევრების, მათ შორის ბატონი მეჭიაურის განცხადებებს პრეზიდენტის მისამართით. ამავდროულად, თავდაპირველად რესპუბლიკელები საუბრობდნენ, რომ ისინი მხარს უჭერდნენ პრეზიდენტს მუდმივად, გუშინ ბერძენიშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ პირიქით - ისინი პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდნენ პრეზიდენტს. თუმცა, ეს არის რესპუბლიკელების სტილი - ხან უარყოფენ, ხან დაადასტურებენ, ხან არც უარყოფენ და არც დაადასტურებენ. საღი აზრის გამოტანა აქედან იყო ძალიან რთული. ერთი რამ უნდა გავიხსენოთ - რესპუბლიკური პარტია ყოველთვის დიდი მონდომებით მონაწილეობდა პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ, ანტიკონსტიტუციურ კანონებზე ვეტოს დაძლევაში. უფრო მეტიც, ბატონი ებანოიძე, რომელიც იყო ბატონი მეჭიაურის მოადგილე, თავის უფროს მეჭიაურთან ერთად იყო ავტორი საბანკო ზედამხედველობის კანონის, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციური ინსტიტუტის, ეროვნული ბანკის დანაწევრებას. საბედნიეროდ, ეს კანონი იქნა შეჩერებული. ამ კანონზე ყველა ჩვენმა პარტნიორმა აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან დიდი რისკის შემცველი ქვეყნის ეკონომიკისათვის. ამაზე პასუხისმგებლობას ქართულმა ოცნებასთან ერთად იღებს რესპუბლიკური პარტიაც.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი.

კომენტარები