17 მაისი

17 მაისს საპატრიარქო რუსთაველიდან სამების ტაძრამდე ხატით მსვლელობას აწყობს

აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლი
patriarchate.ge

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ცნობით, დღეს, 10 მაისს იწყება აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლით მორიგი მსვლელობა ოფადან (თურქეთი) – თბილისამდე, რომელიც 17 მაისს, რუსთაველის გამზირის გავლით, სამების ტაძარში უნდა დასრულდეს.  

"10 მაისი – ოფრადან შემოსვლა ბათუმში.
10 მაისი (საღამო) – 11 მაისი – ბათუმი.
11 მაისი (საღამო) – 12 მაისი – ხულო.
12 მაისი (საღამო) – 13 მაისი – აწყური.
13 მაისი (საღამო) – 14 მაისი – ბორჯომი.
14 მაისი (საღამო) – 15 მაისი – ხაშური.
15 მაისი (საღამო) – 16 მაისი – გორი.
16 მაისი (საღამო) – 17 მაისი – სვეტიცხოველი.
17 მაისს ხატს გადმოაბრძანებენ თბილისში და 12:00-ზე მსვლელობა დაიწყება რესპუბლიკის (იგივე ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს ხალხს", - წერს საპატრიარქოს ოფიციალური საიტი. 

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წელს, ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების რუსთაველის გამზირზე დარბევის შემდეგ, საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმიდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები