ქართული ოცნების რეგულაცია

მდინარის მიერ ნაპირზე გამორიყული ხის შეგროვებაზე შესაძლოა, სანქცია დაწესდეს

live24.ge

მდინარის მიერ ნაპირზე გამორიყული ხის შეგროვებაზე შესაძლოა, სანქცია დაწესდეს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე პარლამენტშია. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მოსახლეობას მასალის შეგროვებაზე ნებართვის აღება და ერთ კუბურ მეტრში 2 ლარის გადახდა მოუწევს. თუ ვინმე გამორიყულ ხეებს ნებართვის გარეშე შეაგროვებს, დაისჯება და 500 ლარს გადაიხდის. ამ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

კანონპროექტის განხილვა უკვე ჩავარდა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში. გარემოს დაცვის კომიტეტს ინიციატივაზე ჯერ არ უმსჯელია, თუმცა, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, მმართველი გუნდი მას მხარს დაუჭერს. 

"თუ ისეთი ხის მორია, რომელსაც ტრანსპორტირება სჭირდება და მივიდა კაცი, დადო მანქანაზე, წამოიღო, პოლიცია რომ დახვდება გზაში, შეუძლია, მას დააჯარიმოს. ამიტომ ხდება რეგულაცია. უკეთესია ხალხისთვის იმიტომ, რომ კანონიერად წაიღებს სახლში", - ამბობს გუგული მაღრაძე.

გარემოს დაცვის სამინისტრო პარლამენტს კანონპროექტის მიღებას დაჩქარებული წესით სთხოვს.

კომენტარები