ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონში ამ მიმართულებით, ამ ტერიტორიების და მისი მოსახლეების ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ცვლილებები იქნება მას შემდეგ და მაშინ, როდესაც აფხაზი და ოსი ჩვენი თანამოქალაქეები დაინახავენ რომ მათთვის უკეთესია ერთიან საქართველოსთან ერთად ევროპაში ინტეგრირება და არა იმ პროექტში მონაწილეობა, რომელიც მათ გაცილებით უარეს პრობლემებს უქმნის, ვიდრე მათ წარმოედგინათ ოდესმე საქართველოში მათი ყოფნისას. ასე რომ, ჩვენი გზავნილი აფხაზ და ოს მოქალაქეებთან არის - ერთად ევროპაში . პრემიერ-მინისტრიც ამაზე საუბრობს, მეც ამაზე ვსაუბრობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალვე აქ რამე შეიცვლება, ეს შეიცვლება მაშინ, როდესაც დაინახავს ეს ხალხი და ეს არ იქნება ორ თვეში, ამას დრო დასჭირდება, რომ ევროპული საქართველო, ევროპაში სრულად ინტეგრირებული საქართველო ეს არის მათთვის უსაფრთხო გარემო, ეს არის მათთვის წარმატების მიღწევის გარემო, ეს არის მათთვის და მათი შთამომავლებისთვის როგორც კულტურული იდენტობის, ასევე ოჯახური, ეროვნული და ადამიანური ამოცანების შესრულების ყველაზე მოკლე გზა. აი მაშინ ეს ყველაფერი მოხდება. პრემიერ მინისტრიც და მეც ამას ვამბობთ, მივმართავთ მათ - ერთად ევროპისკენ, სხვა შემთხვევაში, პრობლემები ექნებათ მათაც და ჩვენც
tbl.ge/16y2
დაკოპირდა

პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი
ამავე თემაზე
- მახაშვილი: ბევრ უცხოურ მთავრობას ჩამოატარებს მდინარე, ჩვენ კი ვივლით წინ
- ხოშტარია: რუსულ ოცნებას ბოდიში აქვს მოსახდელი ჩვენი პარტნიორების მიმართ
- კობახიძე: მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი 2030 წლისთვის სრულფასოვანი ევროინტეგრაციაა
- პრემიერი: ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერი ექსკლუზიურად ოცნების დამსახურებაა
- როცა ევროინტეგრაციაზეა საუბარი, ჩვენი პირობები უნდა გვქონდეს – ივანიშვილის დეპუტატები




