პრემიერის შეხვედრა მედიასთან

კვირიკაშვილი: წარმოუდგენელია განვავითაროთ ეკონომიკა და თან ვკიოდეთ, გვიშველეთო

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ განვავითაროთ ეკონომიკა და მოვიზიდოთ ინვესტიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, იმ პირობებში, რომ მუდმივად გავკიოდეთ, რომ ტერიტორიაზე გვაქვს სამხედრო ბაზები. არიქა, გვიშველეთ, გადაგვარჩინეთო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რამენაირად შევასუსტოთ ყურადღება იმ მიმართულებით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკის, ევროპელების, მათ თვალში ეს პრობლემა მეორეხარისხოვანი გავხადოთ. ეს არის ტაქტიკის საკითხი, თუ როგორ მივიტანთ პრობლემას პარტნიორებამდე და როგორ დავაბალანსებთ გზავნილებს ისე, რომ ერთის მხრივ ჩვენი საკითხი დავტოვოთ მათ დღის წესრიგში და მეორე მხრივ, შევქმნათ იმ დონის სტაბილურობის განცდა, რაც საჭიროა საერთაშორისო ინვესტიციების მოსაზიდად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სახარბიელო დინამიკა ოკუპაციის საკითხების გადაწყვეტის მიმართულებით და გვაქვს ხელშეკრულებების ხელმოწერა ინტეგრაციაზე, ასევე კეთდება განცხადებები რეფერენდუმებზე რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით, ეს საერთაშორისო კანონმდებლობის საწინააღმდეგოა. არც ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს მაღალი რეპუტაცია და საერთაშორისო თანამეგობრობაში რაიმე ინტეგრაციის პრეტენზია, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს არავითარ შემთხვევაში არ მიესალმება და არ აღიარებს, უფრო მეტიც. საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს ხუთი დღის განმავლობაში 68-ზე მეტი შეხვედრა გავმართე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც მომიწია ძალიან აქტიური საუბარი, ჩვენს არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან და მათ შორის ჩვენგან დაშორებულ ძალიან ბევრ პატარა ქვეყანასთან, რომ არაღიარების პოლიტიკა დავტოვოთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკური აქტივობის მიმართულებად.

კომენტარები