პრემიერის შეხვედრა მედიასთან

კვირიკაშვილი: ხელისუფლებაში დარჩენის გამო კომპრომისებზე წასვლას არ ვაპირებ

იმის გამო, რომ კიდევ 4 წლის შემდეგ დავრჩე ხელისუფლებაში, არც ერთ კომპრომისს არ გავაკეთებ - ეს არის ჩემი დაპირება. მე ვეცდები ამ 4 წლის განმავლობაში გავაკეთო ის, რაც სწორი იქნება, 4 წლის იქით რა მოხდება, ეს უკვე ჩვენმა საზოგადოებამ უნდა განსაჯოს. ამიტომ, ვფიქრობ სწორია, რომ ჩვენ ერთ საარჩევნო ციკლზე ვიფიქროთ. ამ 4 წლის განმავლობაში მე შევეცდები, არც ერთი კომპრომისი არ დავუშვა ანუ არ გავაკეთო ის, რისიც არ მჯერა. აი, ეს არის ჩემი ამბიცია.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიასთან შეხვედრისას

კომენტარები