პრემიერის შეხვედრა მედიასთან

კვირიკაშვილი: ბურჯანაძე-ინაშვილთან სტრატეგიული პარტნიორობა გამორიცხულია

ის [ივანიშვილი] კიდევ უფრო რადიკალურად მხარდამჭერია, ვიდრე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამის დეკლარირებას აკეთებს. რაც შეეხება მის დამოკიდებულებას სხვადასხვა პარტიების მიმართ, შეიძლება მან იგულისხმა, რომ მისთვის ნებისმიერ პოლიტიკურ სივრცეში, ნებისმიერ მოთამაშესთან კომუნიკაცია, უცხო არ არის. რაც შეეხება რაიმე ტიპის კოალიციას, ჩვენ ვერ ვიქნებით ვერანაირ სტრატეგიულ პარტნიორობაში ვერც ახლა და ვერც მომავალ პარლამენტში პატრიოტთა ალიანსთან და ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ძალასთან. ეს შემიძლია ახლავე გითხრათ, რომ სხვადასხვანაირი მოლოდინები გავაქარწყლო. ანტიდასავლური მედიის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდი იმისთვის, რომ ანტიდასავლური განწყობების გავრცელება ქვეყანაში არ არსებობდეს, არის ორი - ერთი არის ის, რომ დახურო მედიასაშუალებები და მეორე არის ის, რომ გააძლიერო პროდასავლური [მედიასაშუალებები]. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული კომუნიკაცია პროდასავლური ფასეულობების უფრო მეტად პოპულარიზაციის მიმართულებით და ჩვენ ამას ვახორციელებთ.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიასთან შეხვედრისას, ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის შეკითხვებზე - შესაძლოა თუ არა ქართული ოცნება შევიდეს ირმა ინაშვილთან ან ნინო ბურჯანაძესთან კოალიციაში. ასევე, ანტიდასავლური გამოცემების რეკლამირებაზე.

კომენტარები