პრემიერის შეხვედრა მედიასთან

კვირიკაშვილი: ევროპული ინტეგრაცია რჩება ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად

ჩვენ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში შევძელით ტემპერატურის დაწევა. შევძელით, რომ დღეს არ გვაქვს იმ დონის დაძაბულობა, რაც იყო. მიუხედავად ოკუპაციისა, რომელიც რჩება უდიდეს გამოწვევად, ჩვენ ეს შევძელით დიალოგების ფორმატების მეშვეობით. ჟენევის ფორმატი რჩება უმთავრეს ფორმატად, ასევე შევქმენით ახალი, აბაშიძე-კარასინის ფორმატი. მე მგონია, რომ შედეგი არის სახეზე. ყოველ შემთხვევაში დღეს გვაქვს იმ დონის სტაბილურობა ქვეყანაში, რაც საშუალებას იძლევა ქვეყნის უფრო სწრაფი, დინამიური განვითარების, ეს არ მომხდარა არც ერთი მცირეოდენი კომპრომისის ან დასავლური ორიენტირების ხარჯზე. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, ქვეყნისთვის და მთავრობისთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია. ეს უმთავრესი პრიორიტეტებია, ეს არის ჩვენი ამომრჩევლის და მოქალაქეების დაკვეთა. არც ერთ მთავრობას არ აქვს უფლება ამ დაკვეთას გადაუხვიოს.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიასთან შეხვედრისას, რუსეთთან ურთიერთობის შესახებ

კომენტარები