პრემიერის შეხვედრა მედიასთან

კვირიკაშვილი: არჩევნებამდე, მთავრობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ვგეგმავ

რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, 100 დღის განმავლობაში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩავატარეთ, უნდა გითხრათ, რომ მთავრობაში მუშაობს არაერთი ძალიან ღირსეული ადამიანი, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს   კონკრეტულ დროში. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ ან მანამდეც არ მოხდება რაიმე ცვლილება, ასეთი რამე ყოველთვის შეიძლება მოხდეს. შემიძლია გითხრათ, რომ ჩავატარეთ მნიშვნელოვანი სამუშაო, ეს არის თითოეული სამინისტროს პორტფელის განხილვა. რაც შეეხება პიროვნულ ცვლილებებს არიან უფრო წარმატებული მინისტრები და არიან უფრო ნაკლებად წარმატებული მინისტრები, მაგრამ დღესდღეობით ჩავათვალე, რომ ეს პერიოდი გამევლო მათთან ერთად. კიდევ ერთხელ ვამბობ, არჩევნებამდე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ვგეგმავ. სავარაუდოთ იქნება ერთი ან ორი ცვლილება დღეს არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული და ამაზე საუბარი არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. რაც შეეხება არჩევნების შემდეგ პერიოდს, შემდეგ აუცილებლად მოხდება გუნდის განახლება.

კომენტარები