რა თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ? იყო სულ სამი ძირითადი საკითხი. პირველი შეეხებოდა ე.წ ორგასაღებიან სისტემას, რომელიც ითვალისწინებდა ფარულ მიყურადებას, ანუ სატელეფონო მოსმენებს ორი გასაღების მეშვეობით. ერთი იყო სუს-ის ხელში და მეორე იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში. მეორე საკითხი შეეხებოდა ინტერნეტკომუნიკაციაზე პირდაპირ წვდომას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრი ინფორმაცია გადაიცემა სწორედ ინტერნეტის მეშვეობით და მესამე საკითხი იყო ე.წ მეტადატას მოპოვება და ორი წლის ვადით შენახვა ავტომატურად, სასამართლო ნებართვის გარეშე. უკეთ რომ ავხსნათ ეს მეტადატა რას ნიშნავს, - ეს არის ინფორმაცია ვის, რისთვის, როდის და რა მოწყობილობით, რა ლოკაციიდან აქვს კომუნიკაცია. ამ სამივე საკითხზე სასამართლომ თქვა, რომ მოქმედი სისტემა არის არაკონსტიტუციური. პირველი, სასამართლომ თქვა, რომ მსგავს ინფორმაციაზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს ორგანოს, რომელსაც აქვს საგამოძიებო ფუნქცია და მეორე, რაც ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანია, იმას, ვისაც აქვს პროფესიული დაინტერესება, რომ ჰქონდეს მსგავსი ინფორმაცია. მესამე საკითხი იყო ორი წლის ვადით შენახვა და სასამართლომ მიიჩნია, რომ არაგონივრულად ხანგრძლივი ვადაა, რომ ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ყველას მიმართ, ყველა მონაცემს სახელმწიფო ინახავდა ორი წლის ვადით. ფაქტობრივად რას ნიშნავს საკონსტიტუციო გადაწყვეტილების ეფექტი - ეს ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ვეღარასდროს ვერ დააფუძნებს თვისობრივად იგივე სისტემას ანუ ვერასდროს მომავალში ვეღარ ექნება საგამოძიებო ორგანოებს ან იმ ორგანოებს, რომლებიც პროფესიულად არიან დაინტერესებულები ჰქონდეთ ადამიანების შესახებ პირადი ინფორმაცია, ვერასდროს ექნებათ პირდაპირი წვდომა
tbl.ge/10hy
დაკოპირდა

იურისტი გიორგი ჩიტიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გადაცემაში თეორემა
ამავე თემაზე
- სუს-ში შემავალი ინფორმაცია 30-ჯერ გაიზარდა, მოსმენებიც არის გაზრდილი – მდინარაძე
- ლილუაშვილი: გაეროს გენერალურ მდივანს თუ უსმენენ, ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ?
- ლომჯარია: მედიის წარმომადგენლების მიყურადება მიზნად ისახავს მათ დაშინებას
- დეგნანი ჟურნალისტების ფარულ ჩანაწერზე: ეს ფაქტი შეშფოთების საგანია
- ზალკალიანი მოსმენებზე: ესტონეთის პრემიერმა ღარიბაშვილისგან მიიღო ამომწურავი პასუხი




