სირიის კონფლიქტი

სირიაში რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ეკიპაჟის ორი წევრი

AFP

სირიაში, ქალაქ ჰომსთან, რუსული შემტევი ვერტმფრენის M-28H-ის ჩამოვარდნის შედეგად ორი სამხედრო პილოტი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენი არ ჩამოუგდიათ და ჩამოვარდნის მიზეზი ავიაკატასტროფა იყო. გარდაცვლილი პილოტების ცხედრები რუსეთში უკვე გადაასვენეს.

ცნობისთვის, მარტში რუსეთმა სირიიდან სამხედრო ძალების დიდი ნაწილი უკან გამოიწვია, თუმცა იქვე განაცხადა, რომ ისინი ავიათავდასხმებს მაინც განაგრძობენ.

სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომს, რომელიც უკვე თითქმის 5 წელია გრძელდება, 250 000-ზე მეტი ადამიანი ემსვერპლა, რამდენიმე მილიონს კი, იძულებით მოუწია საკუთარი სახლების დატოვება.

კომენტარები