საქართველოს მთავრობა

პრემიერი: არჩევნებამდე, მთავრობის შემადგენლობაში რამე ცვლილებას არ ვგეგმავთ

რესპუბლიკელი მინისტრები ჩვეულებრივად აგრძელებენ მთავრობის შეადგენლობაში ფუნქციონირებას და ამ კუთხით, დღესდღეობით, ყოველ შემთხვევაში არჩევნებამდე, ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ არ უნდა ველოდოთ ცვლილებებს. თუმცა, ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება იმ მცდელობის წარმატებაზე, რომ ჩვენ ნორმალურ რეჟიმში გავაგრძელოთ ურთიერთობა, ვგულისხმობ პარტიათა შორის ურთიერთობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი დღესდღეობით არ გვკარნახობს არანაირად, რომ რაიმე ცვლილებები მოვახდინოთ მთავრობის შემადგენლობაში.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები