ავიაკატასტროფა

კანადაში ავიაკატასტროფას ყოფილი მინისტრი ემსხვერპლა

AP

კანადაში მცირე ზომის კერძო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. შემთხვევას 7 ადამიანი ემსხვერპლა.

კატასტროფას ემსხვერპლა კანადის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი ჟან ლაპიერი. ბორტზე მყოფი მისი მეუღლე, და, ორი ძმა და ეკიპაჟის ორი წევრიც დაღუპულები არიან.

ლაპიერი ოჯახთან ერთად მამის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად მიემგზავრებოდა.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები