ბუნებრივია, იქაც [საგანმანათლებლო დაწესებულებებში] არსებობს გარკვეული საფრთხეები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება. პატარა მაგალითს გეტყვით, როდესაც უცხო ქვეყნიდან, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ძალიან ფეხი მოიკიდა ტერორიზმმა, არიან სტუმრად სტუდენტები, საინტერესოა, რა მიზნით არიან, რა სპეციფიკით, რა განზრახვებით არიან ჩამოსულები? შესაბამისად, როდესაც ვამბობ, რომ საგანმანათლებლო სისტემაში არ უნდა იყოს ეს [ე.წ. ოდეერი], იმას არ ნიშნავს, რომ მთლად უსაფრთხო და დაცულია საგანმანათლებლო სისტემა, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ავტონომიურობის მაღალი ხარისხი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებებას, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ იქ არ იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენელი, არ იყოს ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი. აქ კითხვა დაისვა, არსებობდა თუ არა 2015 წლამდე აღნიშნული ინსტიტუტი საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მინდა გითხრათ, რომ არსებობდა, მაგრამ 2015 წლიდან, მინდა მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არ არსებობს.
tbl.ge/zh
დაკოპირდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- სესიაშვილი: უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი იყო
- ჯაფარიძე: ილუზია და ზღაპარია, რომ უსაფრთხოების საბჭოს რამის გადაწყვეტა შეუძლია
- ენმ: ხელისუფლებამ სწორი პრიორიტეტები უნდა განუსაზღვროს უშიშროების სამსახურებს
- გომელაური: გურჯისტანის ვილაიეთი არ შექმნილა ჯერ, ეგ არის ტყუილი ინფორმაცია
- გომელაური: სუს-ის დაფინანსების გაზრდა დღის წესრიგში არ დგას